Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 11/29 - 01 

19.03.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმართულებების მიერ ფაკულტეტის საბჭოს წევრების  არჩევის მიზნით ფარული კენჭისყრის ჩატარების ადგილისა და დროის განსაზრვრის, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დამტკიცების შესახებ შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 01 მარტის N06/29 -01 ბრძანების #1 დანართით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალიდან წევრების არჩევის წესი“ გათვალისწინებით,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმართულებების მიერ ფაკულტეტის საბჭოს წევრების  არჩევის მიზნით, 2021 წლის 24 მარტს ჩასატარებელი ფარული კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დრო და ადგილი:

ა) ეკონომიკის მიმართულებაზე: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდი; მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი, ოთახი №206.

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე: 10:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდი; მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი, ოთახი №208. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს 16:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში.

2. დამტკიცდეს ამომრჩეველთა სიები, შესაბამისი მიმართულების მიხედვით, N1 და N2 დანართების შესაბამისად.

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი      გიორგი ღაღანიძე